воскресенье, 30 ноября 2014 г.

მეშვიდე დღე

 მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ავტვირთეთ ბლოგზე და შევაფასეთ. ვიმუშავეთ შეფასებისა და თვითშეფასების ფორმებზე. შევქმენით შეფასების ინსტრუმენტები და შევინახეთ ფოლდერში.

მეექვსე დღე

 დღეს დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნაშრომების მზა ნიმუშები და მათი შეფასების რუბრიკები. ვისწავლეთ სურათის დადება ბლოგზე და გამოქვეყნება. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შაბლონები და შეფასების რუბრიკა  და შევინახეთ ჩვენს პორტფოლიოში.

пятница, 28 ноября 2014 г.

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ  ვისაუბრეთ საძიებო საიტებზე.
შევავსეთ საავტორო უფლებების ფაილი. ბლოგზე დავდეთ ჩვენი პრეზენტაციები და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.

четверг, 20 ноября 2014 г.

მეოთხე დღე



ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით..
.სტანდარრები დამეხმარა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოვიყვანო პროექტი.
 მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები- სწორი მიმართულებით წავიყვანო მოსწავლეების მუშაობა.
შეფასების ფორმების გამოყენება - მოსწავლეების უნარ-ჩვევები და პროექტის სხვადასხვა ეტაპების შეფასებაში.

воскресенье, 16 ноября 2014 г.

მესამე დღე


3 რამ, რაც დამამახსოვრდა: 1. პროექტის გეგმის შექმნა. 2. სტანდარტის მარტივად გამოყენება პროექტის გეგმაში. 3. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

2 რამ, რაც აღმოვაჩინე: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. 2. 21-ე საუკუნის სიტყვები.

ბუნდოვანი საკითხი არ არის.

суббота, 15 ноября 2014 г.

მეორე დღე

ინტელის ძირითადი კურსის სწავლების მეორე დღე

 მეორე დღეს ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა.  საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა. ბლოგის შექმნა