ქართული ენის წერე ფოტომასალა



ქართული ენის წრე - "ქართული ჩემი ენაა"

28.09.2018წ. 1-ლი დღე

   2018წლის 28 სექტემბერს პირველად შეიკრიბნენ ქართული ენის წრის წევრები,მათ გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები,აგრეთვე ის,რომ წრე ჩატარდება ყოველ პარასკევს, მეექვსე გაკვეთილზე.(არასაგაკვეთილო დროს). შემდეგ გავაცანი სამუშაო პროგრამა და კონკრეტულად ის საკითხები,რომლებზეც გვექნება მუშაობა პირველი სემესტრის განმავლობაში




05.10.2018წ. მე2 დღე

მრავალფეროვანი  აღმოჩნდა პატარებისათვის  მეორე მეცადინეობა-G_PRIED_ის აქტივობის  ბარათების გამოყენებით  იმუშავეს დიდაქტიკურ თამაშებზე, ამოიცნეს ლექსიკური ერთეულები, რამაც ძალიან გაახალისა.




12.10.2018წ. მე-3 დღე

დამაინტრიგებელი აღმოჩნდა  პატარებისთვის დაშლილ ეპიზოდებად დაშლილი ტექსტის თანმიმდევრობით დალაგება მთლიანი ტექსტის  აღსადგენად, რასაც კარგად გაართვეს თავი






19.10.2018წ.  მე4 დღე

ამ მეცადინეობას განსაკუთრებულად ელოდნენ პატარები, რადგან  უნდა ამოეხსნათ მათთვის საყვარელი კროსვორდები და რებუსები.ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ აქტიურობაში.










26.10.2018წ. მე-5 დღე

26 ოქტომბერს მორიგი მეცადინეობა ჩატარდა,წრის მუშაობის მიზანი იყომო სურათის მიხედვით მოთხრობის შედგენა. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. კარგად გაართვეს თავი დავალებას 


























 02.11.2018წ.  მე-6 დღე

2 ნოემბერს მორიგი მეცადინეობა ჩატარდა,წრის მუშაობის მიზანი იყომოსწავლეებს ტექსტში აღადგინათ დაკარგული სიტყვები, დასვეს სასვენი ნიშნები წინადადებებში, გამოიყენეს G_PRIED_ის აქტივობის ბარათები







09.11.2018წ. მე-7 დღე

9 ნოემბერს  მორიგი მეცადინეობა ჩატარდა,წრის მუშაობის მიზანი იყო  დაწყებული მოთხრობის გაგრძელება გამოიყენეს G_PRIED_ის აქტივობის  ბარათები.






16.11.2018წ.  მე-8 დღე  და მე-9დღე

წრის მეცადინეობის მე-8 და მე-9 დღე დაეთმო თემას:„ინტერვიუ საყვარელ ზღაპრის პერსონაჟთან“გამოყენებული იქნა G_PRIED_ის აქტივობის  ბარათები.










30.11.2018წ.-07.12.2018წ. მე-10და მე-11დღე

 წრი მეცადინეობის მეათე და მეთერთმეტე დღე დაეთმო მეტყველების ნაწილებს.,წრის მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთათვის მეტყველების ნაწილების გახსენება და ვარჯიში წინადადებებში მათ ამოცნობაზე,მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებებს.











14.12.2018წ.-21.12.2018წ. მე-12 და მე-13 დღე

წაიკითხეს  G_PRIED_ის საბავშვო მოთხრობები   გაარკვიეს სათქმელი,გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟის ქცევისადმი, ახსნეს უცხო ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობა.უპასუხეს ტექსტის შინაარსთან დაკავშირებულ კითხვებს. წერილობით გადმოსცეს შინაარსი.  იმუშავეს სქემებზე.







28.12.2018წ.მე-14 დღე

საწრეო მუშაობის ბოლო დღეს პატარებმა იმოგზაურეს   მათთვის საყვარელი  ზღაპრების  სამყაროში, შეაჯამეს  ოთხთვიანი მეცადინეობა, გაიხსენეს მათთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო აქტივობები და გამოთქვეს სურვილი იმის, რომ მომავალ სასწავლო წელსაც გააგრძელონ წრეში მუშაობა, რათა უკეთ ისწავლონ თავიანთი ,,ენა ქართული"


Комментариев нет:

Отправить комментарий