მათემატიკის წრის ფოტომასალა


მათემატიკის წრსის თემა: "პატარა მათემატიკოსები"


I გაკვეთილი: 07.02.2019წ.


2019 ის 7თებერვალს პირველად შეიკრიბნენ მათემატიკის წრის წევრები,მათ გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები,აგრეთვე ის,რომ წრე ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს, მეექვსე  გაკვეთილზე. შემდეგ გავაცანი სამუშაო პროგრამა და კონკრეტულად ის საკითხები,რომლებზეც გვექნება მუშაობა მეორე სემესტრის განმავლობაში

ასევე პირველ შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაიხსენეს  მაემატიკური ნიშნები და მათი გამოყენების მაგალითები“; „ბრტყელი და სივრცული ფიგურები“; „მათემატიკური ტერმინები“








II გაკვეთილი: 14.02.2019წ.

მე-2 გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისწავლეს მრავალმოქმედიანი მაგალითების ამოხსნა. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეეძლოთ მრავალმოქმედებიან მაგალითებში თანმიმდევრობის დაცვა და გამოანგარიშება. თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.







IIIგაკვეთილი: 21.02.2019წ.

21.02.2019წ. შედგა საწრეო მუშაობის მე-3 შეხვედრა თემაზე „ვიპოვოთ დამალული ციფრი“ . მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ „უჯრაშო“ დამალული ციფრი. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ  ჩართული საწრეო მუშაობაში და ხალისით პოულობდნენ „კვადრატებში“ დამალულ ციფრებს .










IVგაკვეთილი: 28.02.2019წ.


28 თებერვალს ჩატარდა საწრეო მუშაობის მე-4 მეცადინეობა. ბავშვებმა ისწავლეს ორმოქმედებიანი განტოლებების ამოხსნა. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საწრეო მუშაობაში.




Vდა VIგაკვეთილი: 07.03.2019წ. -21.03.2019წ.


მე-5 და მე-6 გაკვეთილი დაეთმო ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობას. საინტერესო და დამაფიქრებელი იყო თითოეული ამოცანა რომლებსაც წარმატებით გაართვეს თავი. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საწრეო მუშაობაში.









VII გაკვეთილი: 28.03.2019წ.

საწრეო მუშაობის მე-7 გაკვეთილი რომელიც ჩატარდა 28 მარტს მათემატიკური პირამიდების ამოხსნას დაეთმო. ამ დავალებას წარმატებით გაართვეს თავი. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები.









VIII გაკვეთილი: 04.04.2019წ.

საინტერესო და  სახალისო გამოდგა მოსწავლეებისთვის საწრეო მუშაობის მე-8 გაკვეთილი რომელიც 4 აპრილს ჩატარდა. მათ ამოსახსნელი ჰქონდათ „ჯადოსნური კვადრატები“რომელსაც წარმატებით გაართვეს თავი. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.








IX და X გაკვეთილი: 11.04.2019წ.- 18.04.2019წ.

მე-9 და მე-10 საწრე მუშაობაში გამოვიყენეთ  PRIED_ის ბარათები. მრავალფეროვანი და საინტერესო იყო დავალებები. თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საწრეო მუშაობაში.












XI და XII გაკვეთილი: 25.04.2019წ.-02.05.2019წ.

მე-11 და მე-12 საწრეო მუშაობა დაეთმო „ევერესტის“ და „კენგურუს“ ამოცანებზე მუშაობას. საინტერესო და დამაფიქრებელი იყო თითოეული ამოცანა რომლებსაც წარმატებით გაართვეს თავი. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.




XIII გაკვეთილი: 16.05.2019წ.

16 მაისს ჩატარდა საწრეო მუშაობის მე-13 გაკვეთილი სადაც ნულებით დაბოლოებული რიცხვის მარტივად გამრავლება-გაყოფა და ნულების დამახსოვრება ისწავლესთითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საწრეო მუშაობაში.



XIV გაკვეთილი: 23.05.2019წ.



23 მაისს შედგა საწრეო მუშაობის მორიგი მე-14 შეხვედრა რომელიც დაეთმო გეომეტრიას. მოსწავლეებმა ისწავლეს ადვილი ხერხით სამკუთხედების დავთვალა. ასევე ფიგურის  ფართობის პოვნა. მოსწავლეები აქტიურას იყვნენ ჩართულები.






XV გაკვეთილი: 30.05.2019წ.


30 მაისს ჩატარებული მე-15საწრეო მუშაობა სახალისო მათემატიკას დაეთმო. ამ მეცადინეობას განსაკუთრებულად  ელოდნენ  პატარები, რადგან  უნდა ამოეხსნათ მათთვის საყვარელი დავალებები. მრავალფეროვანი  და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის   მეცადინეობაისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ აქტიურობაში.












XVI გაკვეთილი: 06.06.2019წ.


6 ივნისს შედგა წრის მუშაობის ბოლო, შემაჯამებელი მუშაობა. მოსწავლეებმა გააანალიზეს განხილული საკითხები, კიდევ ერთხელ შეაჯამეს ნასწავლი თემები და გამოთქვეს სურვილი იმისა, რომ თუკი კვლავ მოხერხდება წრის ფუნქციონირება დიდი სიამოვნებით გააგრძელებენ მეცადინეობას.







Комментариев нет:

Отправить комментарий